პროფესიული განათლების მიზანი
პროფესიული განათლება მიზნად ისახავს, მოგაწოდოთ ის პროფესიული უნარები, ცოდნა და კომპეტენციები, რაც გჭირდებათ თქვენს პროფესიაში. თქვენ არ უნდა იყოთ მხოლოდ მუშახელი, არამედ ისწავლოთ როგორ იმოქმედოთ კომპეტენტურად და პასუხისმგებლობით თქვენს პროფესიაში.
სწავლების გეგმა და სასწავლო კონტრაქტი
სასწავლო გეგმაში მოცემულია შინაარსი, რაც ყოველ სასწავლო წელს უნდა შეისწავლოთ. თქვენს ტრენერს აქვს უფლება მოგცეთ ინსტრუქციები, რომლებიც შეესაბამება ამ გეგმას. თქვენ არ ხართ ვალდებული შეასრულოთ დავალებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული თქვენს სწავლასთან.
თქვენს სასწავლო კონტრაქტში უნდა იყოს შემდეგი პუნქტები:
• რას ისწავლით და რამდენ ხანს გაგრძელდება სწავლა
• სად იმუშავებთ და ვინ იქნება თქვენი ტრენერი
• როდის უნდა იმუშაოთ
• რამდენ ანაზღაურებას მიიღებთ
• მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა შვებულება და სამსახურიდან დათხოვნა
• მითითება კოლექტიურ ხელშეკრულებასა და საწარმოს შეთანხმებებზე, თუ ისინი არსებობს.
ხელფასი სწავლის პერიოდში
2024 წელს დაწყებული სწავლისთვის, პირველი სასწავლო წლის მინიმალური ანაზღაურება თვეში 649 ევროა, მთლიანი შემოსავალი, გადასახადის გარეშე. თუ კომპანიაში მოქმედებს კოლექტიური ხელშეკრულება, თქვენი ხელფასი მასშია განსაზღვრული და ხშირად უფრო მაღალია.
სხვათა შორის, სასწავლებელში მოწყობისთვის, არავის აქვს ფულის მოთხოვნის უფლება. ეს გერმანიაში აკრძალულია.
დამატებითი სამუშაო საათები სწავლის დროს
როგორც სრულწლოვან პირს (18 წელზე მეტი), შეგიძლიათ გარკვეულ პირობებში დამატებითი საათები იმუშაოთ. ეს ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება თქვენი სწავლის მიზანს. დამატებითი საათების გათანაბრება უნდა მოხდეს მომდევნო კვირეებში. თქვენი ტრენერი ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და დახმარებას გიწევდეთ.
სასწავლო დღიური
თქვენი სწავლების დროს უნდა აწარმოოთ სასწავლო დღიური, სადაც აღნიშნავთ, რა ისწავლეთ. თქვენი ტრენერი მას შეამოწმებს და ხელს მოაწერს. სასწავლო დღიური არ არის მხოლოდ თქვენი სწავლის პროგრესის მტკიცებულება, არამედ დოკუმენტიც, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, აჩვენებს რომ გარკვეული მასალა არ გისწავლიათ. მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად შეავსოთ იგი. სასწავლო დღიურის წარმოება არის თქვენი სამუშაო დროის ნაწილი. თქვენმა ტრენერმა არ შეიძლება გთხოვოთ, რომ ეს თქვენი თავისუფალი დროის განმავლობაში გააკეთოთ.
სამსახურიდან გათავისუფლება სწავლის პერიოდში
საცდელი პერიოდის შემდეგ, მხოლოდ „განსაკუთრებული“ შემთხვევების დროს არის დაშვებული სამსახურიდან დამსაქმებლის მიერ გათავისუფლება. მაგალითად თუ საქმე ეხება სერიოზულ არასწორ ქმედებებს. თუ ფიქრობთ, რომ უსამართლოდ გაგათავისუფლეს, გაქვთ უფლება დაიცვათ თქვენი უფლებები. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ რჩევას და დახმარებას; მაგალითად საწარმოს საბჭოში, თქვენს პედაგოგთან ან ტანამშრომლებზე პასუხისმგებელ პირთან.
სწავლის შეწყვეტა და ბინადრობა
თუ თქვენი ბინადრობის სტატუსი სწავლასთან არის დაკავშირებული, უნდა იყოთ ფრთხილად, რომ სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში პრობლემები არ შეგექმნათ. მაგრამ შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ გერმანია. ხშირად არსებობს ახალი ბინადრობის მიღების შესაძლებლობა; მაგალითად, მოძებნოთ ახალი სასწავლო ადგილი.
გაქვთ კითხვები ან პრობლემები თქვენს სასწავლო საწარმოში?
ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ! უფასოდ და კონფიდენციალურად.